მიხეილ სააკაშვილი მატარებლიდან ჩამოვიდა და პერემიშლის სადგური დატოვა

, 10 სექტემბერი, 2017 - 18:08

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და  ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი მატარებლიდან ჩამოვიდა და პერემიშლის სადგური დატოვა.

მატარებლის დატოვების მიზეზი, სააკაშვილის თქმით, მგზავრები გახდა, რომლებმაც მისი მიზეზით ვერ მოახერხეს სადგურიდან გასვლა. 

თუმცა, სააკაშვილის თქმით, ის  არ აპირებს უკრაინაში დაბრუნების მცდელობაზე უარი თქვას. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან პერემიშლის რკინიგზის სადგურში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული ვარიანტები საზღვრის გადაკვეთისა. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს  უკრაინელ მესაზღვრეებთან კონტაქტის დამყარება. 

მატარებელი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას გეგმავდა, ადგილობრივი დროით 14:07 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა პერემიშლის  სადგურის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მატარებელი მანამ არ გავა, სანამ სააკაშვილი მატარებელს არ დატოვებს. მათივე განცხადებით,  მატარებელში იმყოფება პირი, რომელსაც უკრაინაში  შესვლის უფლება არ აქვს.  

მანამდე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას კრაკოვეცის საბაჟო გამშვები პუნქტიდან აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება დილით შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45