მიხეილ სააკაშვილი მატარებლის დატოვებას არ აპირებს

, 10 სექტემბერი, 2017 - 16:13

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და  ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი  არ აპირებს დატოვოს მატარებელი, რომლითაც უკრაინაში შესვლას გეგმავს.

 სააკაშვილი ცოლ-შვილთან, დეპუტატების ჯგუფთან და უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად  ახლა მატარებლის მეხუთე ვაგონში იმყოფება.

პერემიშლის  სადგურის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მატარებელი მანამ არ გავა, სანამ სააკაშვილი მატარებელს არ დატოვებს. მათივე განცხადებით,  მატარებელში იმყოფება პირი, რომელსაც უკრაინაში  შესვლის უფლება არ აქვს.

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ყველა საჭირო სამგზავრო დოკუმენტები აქვს და უფლება აქვს, გადალახოს საზღვარი. 

მატარებელი, რომელიც ადგილობრივი დროით 14:07 საათზე უნდა გასულიყო, ისევ პერემიშლის სადგურში დგას. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45