მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საზღვრის გადაკვეთის გეგმა შეცვალა

, 10 სექტემბერი, 2017 - 15:12

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლის გეგმები შეცვალა. 

სააკაშვილის ავტობუსმა, რომელიც კრაკოვეცის მიმართულებით მოძრაობდა, მარშრუტი შეცვალა. საზღვრიდან  რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე  შესაძლო პროვოკაციების გამო, იგი თავდაპირველ გეგმებს ცვლის და უკრაინაში მატარებლით შევა.

მატარებელი, რომელიც პოლონეთის საზღვრისპირა ქალაქ პერემიშლიდან გავა, მიხეილ სააკაშვილი თავის ცოლ-შვილთან, ევროპარლამენტარებთაბ და პოლიტიკოსებთან ერთად იმგზავრებს.

როგორც ცნობილია, მატარებელს სასაზღვრო პუნქტზე არ აჩერებენ და  მგზავრთა შემოწმება მატარებლის მოძრაობის დროს ხდება - პოლონეთის საზღვარსა და ლვოვს შორის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45