კახა კალაძემ ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა მთაწმინდიდან დაიწყო

შაბათი, 09 სექტემბერი, 2017 - 16:01

 პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა უბნების შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა დაიწყო. მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა დღეს, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გამართა.

კახა კალაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც მუშაობას გეგმავს. მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით მიზნით, არსებული სკვერების მოვლა-პატრონობის გარდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობასაც გეგმავს.

„ვგეგმავთ მასშტაბური პარკების მოწყობას. ერთ-ერთია დენდროლოგიური პარკი, რომელიც დასვენების საუკეთესო ადგილი იქნება. ასევე, დაწყებულია თბილისის ზღვაზე ზოოპარკის მოწყობა. ეს პროექტი გაგრძელდება, ხოლო ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია და „მზიური“ საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება და დასასვენებლად ერთიანი მწვანე სივრცე მოეწყობა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, არ დაუშვებს, რომ სკვერებსა და სპორტულ მოედნებზე საცხოვრებელი სახლები აშენდეს. მისივე განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ახალი საბაგირო ხაზების დაპროექტება მოხდება. გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას.

კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ძველი თბილისის ისტორიული შენობების რეაბილიტაციაზე, თბილისის იერსახეზე და ვიზუალური სტანდარტის შექმნაზე იზრუნებს.

მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46