მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად საზღვარზე ავტომანქანების კოლონა გაეშურა

შაბათი, 09 სექტემბერი, 2017 - 19:44

მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად პოლონეთის საზღვართან უკრაინელი აქტივისტები გაემართნენ. ავტომანქანებისა და მიკროავტობუსების კოლონა  ლვოვიდან კრაკოვეცის საბაჟო გამშვები პუნქტისკენ დაიძრა.

კოლონას უკრაინელი სამართალდამცველები მიყვებიან.

პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" "Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დაახლოებით 100-მდე ავტომანქანა საზღვართან უკვე მისულია და აქტივისტები ბანაკის მოწყობას აპირებენ.

 მიხეილ სააკაშვილი კრაკოვეცის საზღვარის გადაკვეთას და უკრაინაში შესვლას  10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით  დაახლოებით 13:00  საათისთვის გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61