მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას 11 წლის ვაჟთან ერთად აპირებს

შაბათი, 09 სექტემბერი, 2017 - 15:07

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი  უკრაინის საზღვრის გადაკვეთას თავის 11 წლის ვაჟთან ერთად აპირებს და დარწმუნებულია, რომ პროვოკაციებს ადგილი არ ექნება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას რამდენიმე ვარიანტი აქვს უკრაინაში დაბრუნების თაობაზე.

 "არსებობს რამდენიმე სამართლებრივი ნორმა,  თუ როგორ შეიძლება ლეგალურად  ჩემი დაბრუნება უკრაინაში და მე გამოვიყენებ მათ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

სააკაშვილის განცხადებით, თუ კრაკოვეცში მას უარი ეთქვა, მას აქვს გეგმა "ბ", რომელსაც ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს და ჟურნალისტებს უკრაინის პასპორტი აჩვენა..

 შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე. იმ დროისთვის პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, შემდეგ კი უკრაინის პასპორტით ევროპის ქვეყნებში შეხვედრები გამართა.

მიხეილ სააკაშვილი  უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს პოლონეთიდან აპირებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46