თბილისელების იმედი მაქვს. მჯერა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ - კახა კალაძემ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარასკევი, 08 სექტემბერი, 2017 - 21:56

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საბურთალოს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

საბურთალოს მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ ცინცაძე, ვახტანგ შაქარიშვილი და დავით უთმელიძე იბრძოლებენ. კალაძის თქმით, ის ქალაქის მართვისთვის საჭირო პასუხისმგებლობას გრძნობს და ხედავს გამოწვევებს, რომელიც დასაძლევია.

„როდესაც გუნდში მსჯელობა მიდიოდა და შემოთავაზება მივიღე, დაფიქრების დრო ვითხოვე. განა იმიტომ, რომ შემეშინდა და ბრძოლის მეშინია - არა. უბრალოდ ვიცოდი, თუ რამხელა ტვირთია და რა გამოწვევებია. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ თბილისელების იმედი მაქვს. მჯერა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ. თქვენთან ერთად შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აქტუალურია და ქალაქს აწუხებს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ამომრჩეველთა ყურადღება ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ხეების ჭრის ფაქტზე გაამახვილა და პირობა დადო, რომ მისი მერობის პერიოდში არც ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, არც ერთი სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება.

მისივე თქმით, ყველა მძიმე დაავადება სწორედ ეკოლოგიური პრობლემებით, გამონაბოლქვითა და გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით არის გამოწვეული, რის მოგვარებასაც არჩევნების შემდეგ, დიდი ძალისხმევით შეუდგება.

თბილისის მერობის კანდიდატმა იმ შვიდ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საარჩევნო ხედვების ფარგლებში ჩამოყალიბდა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში, მათი დეტალური განხილვა იგეგმება.

წითელ ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით საბურთალოს მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემაც მიმართა და მათ მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიო ასპარეზზე, საქართველოს სახელით არაერთხელ მიბრძოლია. გამარჯვების ქართული დროშაც არაერთხელ ამიფრიალებია. ახლა კი, თბილისის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. ვარ ამაყი, რომ საქართველოს სახელით მებრძოლი კახა კალაძის გვერდით ვდგავარ. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო თბილისის განახლების იმ დიდი გეგმის განხორციელებაში, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა და მჯერა, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მხარდამჭერებს ასევე, მადლობა გადაუხადა და გამარჯვების იმედი გამოთქვა მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ვახტანგ შაქარიშვილმა.

„საოცარი ერთიანობა აჩვენა დღეს საბურთალომ, დიდი მადლობა ამისთვის. სწორედ ეს ერთიანობა მარწმუნებს, რომ 21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ჩემთვის საამაყო და საპასუხისმგებლოა - ვიდგე თქვენს წინაშე და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მქონდეს საშუალება, გემსახუროთ თქვენ - საბურთალოელებს, ვემსახურო თბილისს“, - განუცხადა ამომრჩევლებს ვახტანგ შაქარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58