საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე

შაბათი, 09 სექტემბერი, 2017 - 11:31

სააკაშვილის ხვალინდელი დღის ერთი სცენარი წარმოაჩენს - ვისი ეშინია საქართველოს ხელისუფლებას? კოლექტიური თარხან-მოურავ-ინაშვილ-ბურჯანაძე-ბრეგაძისა, თუ დასავლეთისა... სააკაშვილმა თუ მართლაც გადალახა მხოლოდ ჩვენთან ჭკვიანი პოროშენკოს ქვეყნის - უკრაინის საზღვარი, მას, ეს მხოლოდ ჩვენთან ჭკვიანი პოროშენკო, სავარაუდოდ, დააკავებს და, შესაბამისად, ჩასვამს თვითმფრინავში და გამოუშვებს საქართველოსკენ.

თვითმფრინავი ნოვო ალეექსეევკაზე დაჯდება... და, შესაბამისად, ბორტის მგზავრს დააკავებენ და ... ასე ორ დღეში, მაკკეინი და კიდევ 20 სენატორი იტყვის, რომ თავდებში უდგებიან სააკაშვილს... და ამდენივე დღეში იტყვის თარხან-მოურავიც, რომ თუ სააკაშვილს გამოუშვებენ, ყველაფერს დაანგრევს.

სააკაშვილი რუსთაველზე და სააკაშვილი მატროსოვზე ერთნაირად საშიშია ხელისუფლებისათვის. ახლა პოროშენკომაც უნდა გააძლიეროს ლოცვა, რომ სააკაშვილი უკრაინაში ვერ ჩავიდეს და საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ თუ პოროშენკო მას მაინც დაიჭერს, აქეთ, საქართველოში აღარ გამოუშვას, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5