კახა კალაძის წინააღმდეგ ასეულობით ყალბი ფეიკგვერდია შექმნილი - არჩილ თალაკვაძე მხარდამჭერებს ურჩევს, მხოლოდ ავტორიზებული გვერდით ისარგებლონ

პარასკევი, 08 სექტემბერი, 2017 - 16:43

წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საარჩევნო პროცესში ასევე, ფუნქციონირებს უწყებათაშორისო კომისია, რომელიც ნებისმიერი მხარის პრეტენზიასა თუ საჩივარს განიხილავს და კანონით განსაზღვრული წესით რეაგირებასაც მოახდენს.

„ყურადღებით გავეცანით ანგარიშს. თუ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ ფუნქციონირებს ჯანდაცვის სერვისები და პროგრამები, რატომ ხორციელედება ინფრასტრუქტურული პროექტები, რატომ მიდის სწრაფი ტემპებით სივრცითი მოწყობის პროცესები და ის პროექტები, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დავაანონსეთ, ვფიქრობ, აქ პასუხი ერთადერთია - ჩვენი ხელისუფლების წინასაარჩვენო დაპირება იყო სწრაფი განვითარება, შესაბამისად, ჩვენ მმართველობის ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ სამედიცინო მომსახურების პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვმუშაობთ საინვესტიციო მიმართულებით“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პროცესი, რაზეც მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აქვს აღებული და საზოგადოებაც ხელისუფლებისგან სწორედ ამას ელის.

რაც შეეხება ე.წ. ფეიკგვერდებს, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელებში კახა კალაძის წინააღმდეგ ასეულობით ყალბი, ე.წ. ფეიკგვერდია გვერდია შექმნილი.

„წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს, რაც ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს, ჩაატაროს შეხვედრები, ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დეპატებში“, - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.

არჩილ თალაკვაძემ მხარდამჭერებს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს თხოვნით მიმართა, თბილისის მერობის კანდიდატის მხოლოდ ისარგებლონ ავტორიზებული გვერდით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59