მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველ ნაბიჯზე უშვებს ტაქტიკურ და სტრატეგიულ უხეშ შეცდომებს, ოპოზიცია თითქოს ანესთეზირებულად იქცევა - მამუკა გვაძაბია

პარასკევი, 08 სექტემბერი, 2017 - 13:09

ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შეფასებისთვის ხელსაყრელი მომენტი წინასაარჩევნო პერიოდია, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია და  მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს.

"მოცემულობა სახელმწიფოში არის ისეთი, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აპათიას გამოხატავს პოლიტიკური პროცესებისადმი.  ჩვენი სახელმწიფო რომ იყოს განვითარების იმ ეტაპზე, როცა უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ფაქტი არ იქნებოდა მაინცდამაინც საგანგაშო, მაგრამ ამ მოცემულობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, ეს არის კატასტროფოს ტოლფასი.

საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა ისეთი დღის წესრიგი, რომელმას გამოიწვია ეს შედეგი.. ეს გარკვეულწილად აწყობს კიდევაც ოლიგარქიულ ხელისუფლებას. ეს გასაგებია. ამ სიტუაციაში სერიოზული სიტყვა უნდა ეთქვა და უნდა თქვას ოპოზიციამ, მე მხოლოდ და მხოლოდ პროდასავლურ ოპოზიციას განვიხილავ და არა სხვას,.

მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება ყოველ ნაბიჯზე უშვებს როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ უხეშ შეცდომებს, ოპოზიცია თითქოს ანესთეზირებულად იქცევა, არაადეკვატურად, ბევრ შემთხვევაში თითქოს რადიკალი ოპოზიციონერი ერთი თვალით ოლიგარქის ფულისკენ იყურება...ყველაფერს ამას რა თქმა უნდა მოსახლეობა ხედავს და ოპოზიციასაც არ ენდობა. პოლიტიკური აქტორები იმდენად არაადეკვატურები არიან რაც პირადად ჩემს გაოცებას და გაკვირვებას იწვევს. ხელისუფლებამ ოპოზიცია დააბნია და ათამაშებს თავისი დღის წესრიგის ირგვლივ. პოლიტიკურ აქტორებს არ გააჩნიათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხედვა ქვეყნის სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში. ერთი ფლანგი ებღაუჭება ხელისუფლებას, ხოლო მეორე ფლანგი ოპოზიციონერობას, წინასწარ იციან რა, რომ "განწირულები" არიან ოპოზიციონერობისათვის და ამას არიან შეგუებულები. ვერც ერთმა ოპოზიციურმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალამ რეიტინგს ვერ მოუმატა, ვინაიდან მათი არგუმენტები, როგორც ოპოზიციის, არის არადამაჯერებელი და ამით, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხეირობს.

წაგებული ვინც რჩება, არის სახელმწიფი და საზოგადოება. ეს ყველაფერი ქმნის მყარ ნიადაგს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ოკუპანტის გავლენა საქართველოში, რაც თავის მხრივ სერიოზულ ზღუდეს ქმნის იმისათვის, რომ ხელი შეეშალოს საქართველოს როგორც ტერიტორიულ, ისე მენტალურ დეოკუპაციას. .ამის გარეშე, რა თქმა უნდა, სერიოზულ წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას დახუთული ოთახივით განიავება სჭირდება", აცხადებს  მამუკა გვაძაბია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45