საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

პარასკევი, 08 სექტემბერი, 2017 - 15:27

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორს სლავომირ ფრაჩაკს, ასევე პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს - ადამ ბულავასა და ევა კოვალსკას უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოში პოლონეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ერჟი პტაშეკი, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ქართველი და პოლონელი ისტორიკოსების, ასევე მხარეებს შორის მემორიალურ საკითხებში თანამშრომლობის თემები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამებში პოლონელი ლექტორების ჩართულობისა და სასკოლო სამხედრო განათლების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების საკითხებზე გაამახვილა.

პოლონურმა მხარემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-21 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პოლონეთის არმიის დივიზიის მეთაურის, გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის სახელობის აუდიტორიის აღჭურვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალ პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43