არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი სამბოში 9-10 სექტემბერს გაიმართება

პარასკევი, 08 სექტემბერი, 2017 - 13:00

 9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართება.  საერთაშორისო ტურნირში, რომელიც მესამედ ჩატარდება, მონაწილეობას 12 ქვეყნის - რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუმინეთის, მოლდოვას, კვიპროსის, საბერძნეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსის და საქართველოს - 200-მდე სპორტსმენი მიიღებს 9 წონით კატეგორიაში.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი 9 და 10 სექტემბერს 10:00 საათიდან დაიწყება, 9 სექტემბერს 16:30 წუთიდან კი დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ცერემონია. 

9 სექტემბერს მედლებისთის 52, 62, 74, 90 და +100 კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 10 სექტემბერს 57, 68, 82, და 100 კატეგორიის სამბისტები.  ფინალური შეხვედრები 17:00 საათიდან გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59