ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში მომავალი წლისთვის გადაიდო

პარასკევი, 08 სექტემბერი, 2017 - 12:52

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ეწვევა. შესაბამის ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს. Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ეს ორი კონცერტი, იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს.

საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი, ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის, დეივი ჯონსთოუნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. დეივი ჯონსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს - ჯგუფის შეუცვლელი წევრი და მუსიკალური დირექტორია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ელტონ ჯონის წარმომადგენელი ოფიციალურ  წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ელტონ ჯონი, მისი ბენდი და ბენდის მენეჯმენტი, SOLO და Eastern Promotions, გულწრფელად წუხან მომხდარის გამო და ბოდიშს უხდიან ქართველ მსმენელს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59