17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2017 - 16:43

 7 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დიღომში მდებარე ოლიმპიურ აუზზე საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებს, მწვრთნელებთან და ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა. მინისტრი ნაკრების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა.

17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მალტაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ 8 სექტემბერს მიემგზავრება. ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის 10-17 სექტემბერს გაიმართება, ჩემპიონატში სულ 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო C ჯგუფში ითამაშებს სერბეთის, საფრანგეთისა და მალტის წინააღმდეგ. ჯგუფური ეტაპიდან, პლეი-ოფში 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა.

ევროპის ჩემპიონატზე „ლენის“ წყალბურთის კომიტეტის ტექნიკურ დელეგატად მიწვეულია საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე, ჩემპონატზე იმსაჯებს ქართველი მსაჯი ვახტანგ მებუკე.

17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი ბარაბაძე, დავით ცხაკაია (კაპიტანი), თორნიკე დიასამიძე, კახა სამყურაშვილი, ვიტალი მემანიშვილი, ლევან ხოხაშვილი, საბა დვალი, გურამ კუჭუაშვილი, ნიკოლოზ იმნაიშვილი, თემურ ჭეიშვილი, თორნიკე ხვინგია, გიორგი ქათამაძე, ნიკოლოზ ქარჩავა.  ნაკრების მთავარი მწვრთნელია რევაზ ჩომახიძე. ასისტენტი - თამაზ კუტივაძე

10 სექტემბერს საქართველო სერბეთს, 11 სექტემბერს საფრანგეთს, 12 სექტემბერს კი მალტას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46