ასტანაში ევრაზიულ ფორუმს „ყაზენერჯი-2017“ „მომავლის ენერგიის შექმნა“, ენერგეტიკის მინისტრი ესწრება

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2017 - 11:05

 ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი „ასტანა ექსპო 2017“-ის ფარგლებში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საერთაშორისო ფორუმში „ყაზენერჯი-2017, მომავლის ენერგიის შექმნა“  მონაწილეობს.

ფორუმზე სიტყვით გამოდის ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ბაკიტჟან საგინტაევი. ასევე, მოხსნებები გააკეთეს ყაზახეთის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრებმა. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ მდგრადი ენერგორესურსების ეფექტურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებს. ასევე, ენერგორესურსების წარმოების, შენახვისა და გამოყენების საკითხებს. კონფერენციაზე ისაუბრებენ ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობაზე, კლიმატის ცვლილებასა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაზე. ამასთან, განიხილავენ ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების სტიმულირებისა და  ენერგოეფექტურობის პროგრამების განხორციელების საკითხებს.

ფორუმი ორ დღიანია და 8 სექტემბერს დასრულდება. ფორუმის ფარგლებში ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი  პრესკონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას და ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებების კითხვებს უპასუხებს.

"ახლა, როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნადაა შესუსტებული, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნების ნათელი მომავალი და მდგრადი განვითარება. ნავთობის ბირჟებზე  ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე და  თანმდევი არასაიმედო პროცესების გათვალისწინებით, ჩვენი ყველა ქმედება მიმართული უნდა იყოს ენერგოეფექტურობისაკენ, რაც გამოიხატება განახლებად ენერგიის წყაროებზე ეტაპობრივი გადასვლით. საქართველო მყარად დგას ამ კურსზე. მეტიც, განახლებადი ენერგიის  წყაროების მაქსიმალური ათვისება ჩვენს პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ხელუხლებელი ჰიდრო რესურსები და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროები უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ამგვარად ხელს უწყობს გამონაბოლქვის შემცირებასა და ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

მინისტრი აგრეთვე შეეხო საქართველოს როგორც საიმედო სატრანზიტო ქვეყანას და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მზადაა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს აღნიშნული პოტენციალის სრულ გამოყენებისკენ მიმართულ ქმედებებს.

"ASTANA EXPO-2017” მასშტაბური გამოფენაა,რომლის სლოგანია ,,მომავლის ენერგია“.  საერთაშორისო გამოფენა,  რომელიც მიზნად ისახავს აამაღლოს ადამიანების ცნობიერება ენერგიის გამოყენების კუთხით და ენერგიის გამოყენება გახადოს რაციონალური და ეფექტური. წელს, 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდეს ასტანა მასპინძლობს.

ყაზახეთში გამოფენაში საქართველოსთან ერთად   115 ქვეყანა და  22 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენის 5 მილიონზე მეტი ვიზიტორს ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59