ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია - კახა კალაძე

ოთხშაბათი, 06 სექტემბერი, 2017 - 21:19

 პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემები ერთიანი ძალებით მოგვარდება. ამის შესახებ მან გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

„ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ჩემი ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი. ეს ჩემთვის ძალიან გასაფრთხილებელია. ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საკუთარ რეპუტაციას. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის და სწორედ ამ პრინციპებით ვაღწევდი წარმატებას. მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, თითოეული თქვენგანის გვერდით დგომით, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, - მიმართა კახა კალაძემ მხარდამჭერებს.

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს.

„მინდა, რომ 21 ოქტომბერს თბილისი იყოს გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს დამოკიდებულია თითოეულ თქვენგანზე. მინდა გამარჯვება გისურვოთ თქვენს ოჯახებთან ერთად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვეს და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.48
  • 3.03
  • 3.46
  • 0.04
  • 0.61
  • 1.46