კახა კალაძე ის ადამიანია, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია - დავით სერგეენკო

ოთხშაბათი, 06 სექტემბერი, 2017 - 21:12

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

დავით სერგეენკო კახა კალაძესთან ერთად, გლდანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. როგორც სერგეენკომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება ქალაქზე პოზიტიურად აისახება.

„ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, თქვენთან შეხვედრა. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ის წლები, რაც მე კახა კალაძის გვერდით მუშაობაში გავატარე, მაძლევს რწმენას და მოლოდინს, რომ ის რეალურად, მნიშვნელოვნად პოზიტიურ ხელს დაატყობს ქალაქს - ქალაქს, რომელსაც ყოველთვის აქვს და ექნება გამოწვევები“, - მიმართა სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს.

მისივე შეფასებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატს ღირსეული გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.

„კახა კალაძე ნამდვილად ის ადამიანია, ვისაც ბრწყინვალე გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ ერთად ნამდვილად შევძლებთ, თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გავხადოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვა და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44