საქართველოში, ოქტომბრის თვეში, საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება. რომელშიც მონაწილეობას აგროსასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
დაგეგმილი ფორუმის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც მინიტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ასევე მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე - იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესფორუმში მონაწილეობას აგროსასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ. ფორუმის მოსამზადებელი ღონისძიებების განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად მოხდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს ფორუმზე ჩვენს ქვეყანაში არსებული პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართულებების წარმოჩენა მოხდეს, რაც საქართველოში ახალი ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს.