ქეით მიდლტონის შიშველი ფოტოების გამოქვეყნება ტაბლოიდს 103 ათასი ევრო დაუჯდა

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2017 - 22:41

კემბრიჯის  ჰერცოგინიას ნახევრად შიშველი ფოტოების გამოქვეყნებისთვის, ფრანგი ტაბლოიდი Closer-ი ბრიტანეთის სამეფო წყვილს 103 ათასი ევროს გადაუხდის - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო  სასამართლომ  ქეით მიდლტონის სარჩელზე. 

გარდა ამისა, გამოცემის მფლობელს და რედაქტორს. 45-45 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

უილიამისა და ქეითის სარჩელი სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა, წყვილი სარჩელში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის  1.4 მილიონ ევროს გადახდას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ,  რომ ქეით მიდლტონის ფოტოები, რომლებზეც შიშველი მკერდით იყო გამოსახული,  2012 წელს  პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც  კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია საფრანგეთის სამხრეთში ისვენებდნენ. ფოტოები  ტაბლოიდებმა მთელი ევროპის მასშტაბით გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46