ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2017 - 19:14

9 წელი მიუსაჯეს გიორგი მამალაძეს (ანუ დამნაშავე არისო) - ე. ი. "ქართულმა სახელმწიფომ" "დაამტკიცა" (მთელი თავისი საგამოძიებო, სასამართლო, და რაც მთავარია, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან), რომ ქართულ ეკლესიაში "არიან" პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები, თან დეკანოზი... ასე ჩანს მსოფლიოში... ე. ი. "ქართულმა" სახელმწიფომ "აღიარა", რომ საქართველოს დედა ეკლესია ისეთი კარგი არ არის, როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, და საერთოდ მსოფლიოში ითვლებოდა...ასე ჩანს ახლა მოფლიოში...

ე. ი. "ქართულმა სახელმწიფომ' აღიარა, რომ ბრიუსელში ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლების წასვლა და ნატოს ხელმძღვანელობასთან ქართველი ეპისკოპოსების მოლაპარაკება დასჯადია -.,.ასე ჩანს დასავლეთის პოლიტიკოსთა თვალში ახლა...

ე. ი. "ქართულმა სახელმწიფომ" აღიარა, რომ ქართული ეკლესია არ არის ლიდერი მართლმადიდებლური ეკლესიებისა, მაშ, ვინ არის ყველაზე ავტორიტეტული და ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია, ეს განაჩენი რას ამბობს? არ მინდა იმ ქვეყნის დასახელება... ე. ი. "ქართულმა სახელმწიფომ" გვაჩვენა, რომ მისთვის ეკლესიის ავტორიტეტი არაა მნიშვნელოვანი, მისთვის მნიშვნელოვანია რაც შეცდომა დაუშვეს, იმის აღიარება არ მოხდეს, არ მოსთხოვონ უკან დახევა...ან იქნებ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი კათალიკოსი იყოს მათი კაცი...

"ქართულმა სახელმწიფომ" დაუშვა პრეცედენტი, რომ მოგვარე მოგვარეს უნდა ებრძოდეს,გამოსტყუებდეს, უშვებდეს, რომ ქართველი ერის საყრდენები, ენა, მამული, სარწმუნოება, ერი, გვარი და ოჯახი არაფერი ღირს და წახალისდეს ერის სიმტკიცის საფუძვლების მოშლა,, რომ ქართველი ადამიანი იყოს მარტო ამ სამყაროში, მოკავშირეებისა და ახლობლების გარეშე...

ნამდვილი ქართული სახელმწიფო ასე არ მოიქცეოდა... დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის, ილია ჭავჭავაძის, ზვიადისა და მერაბის სახელმწიფო ასე არ მოიქცეოდა..

დარჩა ერთი შანსი - აპელაცია დაკმაყოფილდეს საქართველოში და ნუ მივა ბრიუსელამდე... ეს იქნება ამ ხელისუფლებისთვის გამოსავალი. ნუ აგროვებთ ზიზღს, ნუ ეთამაშებით ცეცლს.... 2003 და 2012 წლები თვალწინ გქონდეთ... იმედი მაქვს, ყველაფერს გამოასწორებთ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43