გიორგი ლაღიძის შეფასებით, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა მხოლოდ წინასაარჩევნო პიარს და პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2017 - 18:46

პარტია ,,მომავალი საქართველო“-ს ლიდერი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ლაღიძე, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას ეხმაურება.

 „მინდა შეფასება მივცე ადგილობრივი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არსებულ წინასაარჩევნო კამპანიას და დედაქალაქის მერობისათვის მებრძოლ კანდიდატების შანსებს. მიმაჩნია, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ მოახერხა ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება რაც, ჩემი აზრით, გადამწყვეტი იქნებოდა თბილისში არჩევნების მოგებისათვის. ის პოლიტიკური მოცემულობა, რაც დღეს წინასაარჩევნოდ გვაქვს სამწუხაროდ ოპტიმიზმის საფუძველს ოპოზიციური სპექტრისთვის არ იძლევა, როგორც სჩანს, ეს შესაძლო მოცემულობა კარგად აქვთ გაცნობიერებული ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ოპოზიციურ ძალებს და მათი მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პიარს და სხვა სახის პოლიტიკური ქულების დაწერას საკუთარი ამომრჩევლის თვალში“ - აცხადებს გიორგი ლაღიძე

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45