წლის ბოლოს თელავში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლე გაიხსნება

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2017 - 13:17

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან, თელავის მერ პლატონ კალმახელიძესთან და შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორთან, ლევან ტარყაშვილთან ერთად თელავში მშენებარე სპორტის სასახლე მოინახულა.

მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლე თელავში წლის ბოლოს გაიხსნება. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა - 500. სპორტის სასახლის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერის მოწყობაც იგეგმება.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში  უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. თელავში, გორსა და ბათუმში 2017 წლის ბოლოს მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები გაიხსნება. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 33 775 000 დოლარია. პარალელურად, თბილისსა და გორში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი.

დღესვე, მასობრივი სპორტის განვითარების ფარგლებში, მინისტრმა თელავის სპორტსკოლის აღსაზრდელებს საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო და ხელბურთის ფორმები და ინვენტარი გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45