ის ჩემთვის არც საპატარძლოა და არც მე ვარ მისთვის საცოლე ან საქმრო - პუტინი ტრამპზე

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2017 - 12:14

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გულუბრყვილობად განიხილავს იმედგაცრუებას აშშ-ს  ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკის გამო.

როგორც პუტინმა განაცხადა, მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი, როგორც თვითონ,  თავის საქმიანობას თავისი ქვეყნის ინტერესებს უკავშირებს.

"რაც შეეხება იმედგაცრუებას ან უპატივცემულობას, ეს კითხვა ძალიან გულუბრყვილოა. ის ჩემთვის  არც საპატარძლოა და არც  მე ვარ მისთვის საცოლე ან საქმრო.  ჩვენ ჩვენ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე წარვმართავთ", - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, როგორ განვითარდება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის  ურთიერთობები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს არასწორად მიაჩნია შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური სიტუაციის განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

თუმცა, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ  რუსულ დიპლომატიას თავხედურად მოექცა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე  აპირებს  ამერიკულ სასამართლოს მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46