ღამის ეკონომიკის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს - კახა კალაძე

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2017 - 21:36

ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას საფუძვლად მუნიციპალური განვითარების გეგმა დაედება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციაც.

„სამწუხაროდ, დღეს ქალაქს ერთიანი ეკონომიკური ხედვა არ აქვს. ამიტომ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, აუცილებლად ჩამოყალიბდება მუნიციპალური განვითარების გეგმა, რომელიც საფუძვლად ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას დაედება. ასევე, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მოხდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია და ეკონომიკური მიზნებისთვის მისი მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. კახა კალაძემ ეკონომიკის პოლიტიკაზე საუბრისას ყურადღება ასევე, ღამის ეკონომიკასა და ამ მიმართულებით, სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა.

„ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ მუშაობა და გამონაკლისი ჩვენი ქალაქიც არ იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ჩამოყალიბდება და განხორციელდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც უბნების განვითარებას და ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.

„იქნება გათვლილი ტურისტული პოტენციალი და ქალაქის ინტერესებისთვის ამის სწორად გამოყენება. მიხარია, რომ ყოველწიურად ტურისტული ნაკადი ჩვენს დედაქალაქში იზრდება, თუმცა მეტი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ თბილისი უცხოელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55