მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ევროპარლამენტარებთან ერთად შეეცდება

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2017 - 16:33

საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე ევროპარლამენტარებთან ერთად მივა და უკრაინაში შესვლას შეეცდება.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კოპენჰაგენში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან და ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სააკაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებოდა და დილით შეხვედრები გამართა ევროპის  უმსხვილესი  პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარესთან, ჯოზეფ დაულთან და გენერალურ მდივანთან  ანტონიო ისტურიასთან.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინაში მაინც ჩავა. მისივე თქმით, სასამართლოს გზით სურს დაამტკიცოს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის არაკანონიერება. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43