მანავში საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2017 - 13:54

მანავში საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა. თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე მოწყობილ ბანაკმა წელს ახალგაზრდების რვა ნაკადს უმასპინძლა. ბანაკში ზაფხული 14-18 წლის ასაკის 1 056-მა მოსწავლემ გაატარა. მათ შორის იყვნენ მცირეკონტიგენტიანი სკოლების მოსწავლეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, გამყოფი ხაზების სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე სმენადაქვეითებული მოსწავლეები.

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ- შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბანაკში ყოველკვირეულად ეწყობოდა სამხედრო დღეები, რომლის ფარგლებშიც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ქართველმა სამხედროებმა მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს.

 პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა თავდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად, მთავრობის განკარგულებით განახორციელა.

ბანაკის დახურვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.

2017 წელს ანაკლიის, შაორის, მანავის, ლაგოდეხის, ბოლნისისა და ბაზალეთის ახალგაზრდულ, სკაუტურ, საერთაშორისო და ეკო ბანაკებში ზაფხული 10 000-მა ბავშვმა გაატარა.

პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46