თბილისის მოდის კვირეული ახალ ტალანტებს ეძებს

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2017 - 16:38

თბილისის მოდის კვირეული ახალ ტალანტებს ეძებს და  განაცხადების ღია მიღებას იწყებს.

 კვირეულში მონაწილეობის სურვილის მქონე დიზაინერი/ხელოვანი/არტისტი ვალდებულია დაიცვას სეზონური ჩარჩოები გაზაფხული/ზაფხული 2018) და წარადგინოს კვირეულის მიერ მოთხოვნილი შემდეგი ინფორმაცია:

1. CV პირადი ინფორმაცია და პროფესიონალური გამოცდილება 2. კოლექციის კონცეფცია 3. კოლექციის ესკიზები 4. ფოტო/ვიდეო/Look book (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

თბილისის მოდის კვირეული შანსს მისცემს ნებისმიერ ნიჭიერ დიზაინერს, რომელიც გაივლის კონკურსის პირველ, შესარჩევ ეტაპს და მზად იქნება სრული კოლექციის შესაქმნელად/წარმოასაჩენად 1 თვის ვადაში - მინიმუმ 25 კოსტიუმი, სეზონი გაზაფხული/ზაფხული 2018.

განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. მოთხოვნილი ინფორმაცია გააგზავნეთ  პროექტის ელექტრონულ მისამართზე: newtalents@tfw.ge

პირველი პროექტის შედეგად კვირეულის წინა სეზონზე თავი წარმოაჩინეს ბრენდებმა MIA, Elénny, Tsite by Tamara Tsiteladze / Laboratory The Window, Atelier Martha ოთხივე ბრენდი წარმოდგენილი იქნება თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ სეზონზეც, 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებით. 

თბილისის მოდის კვირეულის შემდეგი სეზონი 27-30 ოქტომბერს გაიმართება და მასზე კიდევ უფრო მეტი ახალი და საინტერესო ხელოვანი წარდგება მაყურებლის წინაშე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45