მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში პროვოკაციას მოუწყობენ

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2017 - 13:54

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას უკრაინაში დაბრუნებაში ხელისუფლება ხელს შეუშლის და პროვოკაციას მოუწყობენ.

ამის შესახებ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრესსამსახურში განაცხადეს.

"არ გამიკვირდება, თუ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი გამომაცხადებენ, თითქოს აგენტი ან ფსბ-ს გენერალი ვიყო," - განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას კიევის ხელისუფლება ემუქრებოდა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაავალა ქონდა მიცემული, მისი საქართველოში ექსტრადიციის პროცედურები შეესწავლა.

"მიმაჩნია, რომ  უფრო გონივრული იქნებოდა,  უკრაინის სასამართლოში ექსცესების, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მივსულიყავი. უბრალოდ იურიდიულად დამეცვა თავი, რაც შექმნიდა პრეცედენტს, რომ პრეზიდენტის ბრძანებები შეიძლება გასაჩივრდეს და გაიმარჯვებ, თუ მართალი ხარ", - დასძინა პოლიტიკოსმა.

მანამდე სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების სამი სცენარი გაახმაურა და განაცხადა, რომ მას სურს ქვეყანაში კრაკოვეცის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან შევიდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45