WikiLeaks-ის დამფუძნებელი დონალდ ტრამპის ვადაზე ადრე პრეზიდენტობიდან ჩამოცილების მიზეზს ასახელებს

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2017 - 12:52

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი იმ მიზეზს ასახელებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოსტის დატოვებას განაპირობებს.

"ჩრდილოეთ კორეა ვაჭრობის 90%-ს ჩინეთთან აწარმოებს,  თუკი ტრამპი ამერიკასა და ჩინეთს შორის ვაჭრობას დაბლოკავს, რაც  650 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, მას დაუყოვნებლივ მოუწევს გადადგომა ", - აცხადებს ასანჟი.

ასანჟის თქმითვე, პროცედურების კანონიერებას არანაირი  მნიშვნელობა არ ექნება.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო შეზღუდვების შემოღებას აპირებს. გარდა ამისა, თეთრი სახლის ყოფილმა მთავარმა  სტრატეგმა  სტივ ბენონიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ომს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45