ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2017-ის მონაწილეთათვის კონცერტი გაიმართა

ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2017 - 11:55

 მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.

საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები - ოთო ნემსაძე, მაკა ზამბახიძე და ნუცა ბუზალაძე წარსდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს.

საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2017“ ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ოფიციალურად დღეს გაიხსნა. წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება.

სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46