მიხეილ სააკაშვილს საზღვარზე მესაზღვრეების ცოცხალი კედელი დახვდება

, 03 სექტემბერი, 2017 - 14:42

ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარზე, კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მესაზღვრეების ცოცხალი კედელი დახვდება, - აღნიშნულის შესახებ უკრაინაში მოღვაწე, სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე აცხადებს.

საყვარელიძის თქმით,  როგორც ჩანს, პოროშენკოს უფრო მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე ვლადიმირ პუტინის.

დავით საყვარელიძე, თანამოაზრეებთან ერთად, 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს საზღვარზე დახვდება.

"ყველაფერი ძალაშია: გელოდებით ყველას 10 სექტემბერს, კრაკოვეცის  საგუშაგოსთან. ყველა ერთად დავხვდეთ მიხეილს", - აცხადებს საყვარელიძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61