ონის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის

, 03 სექტემბერი, 2017 - 18:28

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ განცხადება ემზარ საბანაძემ ამბროლაურში, მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის იმედების გასამართლებლად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

„მინდა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო და ყველას შევპირდე, რომ პარტიის, მისი თავმჯდომარის, ხალხის იმედებს გავამართლებ. არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, რომ ჩემი გამოცდილება ჩემივე ხალხისა და კუთხის საკეთილდღეოდ დავხარჯო“, - აღნიშნა ემზარ საბანაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ონის მერობის კანდიდატის თქმით, მისი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება.

„ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება. ასევე, სოციალური, სამედიცინო მიმართულება და სხვადასხვა საკითხები. იმედია, ხალხისა და ხელისუფლების ხელშეწყობით ამ ყველაფერს თავს გავართმევთ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46