„ქართული ოცნების“ ლენტეხის მერობის კანდიდატი უმუშევრობისა და ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას გეგმავს

, 03 სექტემბერი, 2017 - 18:04

 პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლენტეხის მერობის კანდიდატი ბადრი ლიპარტელიანი იქნება. ის მხარდამჭერებს მერობის დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

როგორც ლიპარტელიანმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, უმუშევრობისა და ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას გეგმავს.

„ლენტეხის რაიონში უამრავი პრობლემაა. მინდა, რომ ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას გააჩნია, ხალხთან ერთად აღმოვფხვრა. მოსახლეობის მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45