„ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე იქნება

, 03 სექტემბერი, 2017 - 17:49

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე იქნება. ის მხარდამჭერებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში წარუდგინა.

როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, თვითმართველობის გაძლიერების მიზნით ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა რეგიონში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას.

„ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ როგორც ყველგან, ცაგერის მუნიციპალიტეტშიც უამრავი პრობლემა არსებობს. სწორი პოლიტიკით, რასაც მთავრობა თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ახორციელებს, ჩვენს ენერგიასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას და ძლიერი თვითმართველობა შევქმნათ, რაც ძლიერი საქართველოს წინაპირობაა“, - განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44