10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას შეეცდება - იური რომანენკო ხელისუფლებას აფრთხილებს

შაბათი, 02 სექტემბერი, 2017 - 23:35

10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტით  საზღვრის გადაკვეთას და უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკური პროგრამების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იური რომანენკო აცხადებს.

რომანენკო სამ სცენარზე საუბრობს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ და მისმა ოპონენტებმა  შეცდომები დაუშვას, რასაც ესკალაცია მოყვება.

რომანენკო ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა ძალადობრივი ქმედებები თავიდან იქნას აცილებული.  თუ 10 სექტემბერს სააკაშვილი შეეცდება საზღვრის გადაკვეთას, უფრო ლოგიკური იქნება, ქვეყანაში უპრობლემოდ შეუშვან, რათა კონფლიქტური სიტუაციები კონტროლიდან არ გამოვიდეს.

პოლიტოლოგის სცენარი კი ასეთია, პირველი, მას არ აქვს უკრაინული პასპორტი და უკან გააბრუნებენ, მეორე -  დააპატიმრებენ და შემდეგ საქართველოს გადასცემენ და მესამე - საბაჟოზე ტიტუშკები და სხვები არეულობას მოაწყობენ, რაც ყველაზე  არასასურველ შედეგს მოიტანს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55