ამერიკის ულტიმატუმი რუსეთს - 180 დღეში მოიშორეთ პუტინი

შაბათი, 02 სექტემბერი, 2017 - 21:30

რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი ამერიკაში რუსეთის საკონსულოების ფახურვას გაფრთხილებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციები რუსეთისთვის ულტიმატუმია,   ან 180 დღეში მოიშორეთ  პუტინი ან  ყველა თქვენი აქტივების კონფისკაცია მოხდება.

როგორც პიონტკოვსკი Gordon-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია, რუსეთის ჯარები  უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს, რასაც ამერიკა არ შეეგუება.

პიონტკოვსკი აცხადებს, რომ რუსეთში პოლიტიკური ელიტას სურს დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება, თუმცა პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში ეს შეუძლებელია.

პოლიტოლოგი კურტ უოკერის გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმიანება

"მოსკოვთან საერთო ენის გამონახვა  მხოლოდ ერთ ვარიანტში შეიძლება - რუსეთის ჯარი უნდა  გავიდეს უკრაინის  ტერიტორიიდან და კიევი იბრუნებს კონტროლს მთელ უკრაინაში. სანამ პუტინი კრემლში ზის, რუსეთი ამაზე არ წავა. უოკერი  აღარ ეძებს  კომპრომისებს საოკუპაციო რეჟიმთან, მას სხვა ფუნქციები აქვს. მან გაახმოვანა დასავლეთის მკაფიო პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე.  რუსეთის მიმართ სანქციები ულტიმატუმია რუსეთის ზედა ეშელონებისთვის -  ან 180 დღეში მოიშორეთ  პუტინი, ან  ყველა თქვენი აქტივების კონფისკაცია მოხდება, რაც მთლიანად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას რუსეთში.  პრაქტიკულად,  მთელ რუსულ ელიტას სურს კარგი ურთიერთობების  აღდგენა დასავლეთთან, რაზეც  დამოკიდებულია მათი ცხოვრების სტილი: სახლები დასავლეთში, მათი შვილების განათლება, მკურნალობა და ასე შემდეგ ", -... განაცხადა პიონტკოვსკისმა.

მისივე თქმით, ამერიკაში სამხედრო და პოლიტიკური ისტებლიშმენტმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის  "იზოლირება" მოახერხა,

"უოკერი თავის განცხადებებში აშშ-ის კონგრესის, ამერიკელი სამხედროებისა და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ერთსულოვნ აზრს გამოხატავს,  რომლებმაც ეფექტურად მოახდინეს პუტინის აგენტების  იზოლირება საკუთარ ქვეყანაში. მხედველობაში მაქვს  ტრამპი და ტილერსონი.  აშშ-ის  ეს პოზიცია ძალიან ხელსაყრელია უკრაინისთვის. უკრაინის ხელისუფლებას აქვს დრო, რომ  გამოიყენოს უოკერი, თუმცა უკეთესი იქნება,  ასეთივე პოზიციის გამომხატველი იყოს  თავად უკრაინა, "- .. ამბობს პიონტკოვსკი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45