თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან - გიორგი ჭიღვარია

შაბათი, 02 სექტემბერი, 2017 - 18:22

თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან, ამიტომ ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქალაქის სწორი განვითარება, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ, ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

მერობის კანდიდატმა ქალაქის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი არის ევროპული ტიპის ქალაქი, რომელიც მიმზიდველი იქნება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის და ტურისტებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი, ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა მან.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. კანდიდატად წარდგენამდე ის ქუთაისის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43