იურიდიულად დაკავება არ მომხდარა - მიხეილ სააკაშვილის ძმის დაკავებაზე უკრაინის შსს

შაბათი, 02 სექტემბერი, 2017 - 15:02

დღეს დილით, კიევში,  უკრაინის პოლიციამ საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტისა და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი  მიგრაციის სამსახურში გადაიყვანა.

 მანამდე მიხეილ სააკაშვილმა თავისი ძმის დაკავების შესახებ განაცხადა, თუმცა  უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ იურიდიულად დაკავება არ მომხდარა.

"ჩვენ არ დაგვიკავებია, კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გადაყვანა მიგრაციის სამსახურში", - აცხადებს არტემ შევჩენკო.

პოლიციის ინფორმაციით, დავით სააკაშვილს უკრაინაში ცხოვრების ნებართვა მარტში გაუვიდა, რის გამოც მისი სამშობლოში დეპორტირება მოხდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45