კრიტერიუმები, რომლითაც ქართულმა ოცნებამ კანდიდატები შეარჩია - პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო პოზიციის გარდა, თბილისის ერთგულება და სიყვარული იქნა გათვალისწინებული

პარასკევი, 01 სექტემბერი, 2017 - 20:36

 თბილისის მერიისა და საკრებულოს მჭიდრო და ქმედით თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც მეტ სიცოცხლეს შეიტანს ჩვენს ქალაქში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

კალაძის თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქისa და თბილისის, მისი თითოეული უბნის ყოველდღიური განვითარება ის მიზანი იქნება, რომელიც თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვის საქმეში მერიისა და საკრებულოს ძალისხმევას გაერთიანებს.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ საკრებულოს წევრების შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმებით მოხდა, გათვალისწინებული იყო როგორც თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი, სამოქალაქო პოზიცია და მონაწილეობის მზაობა საერთო საქმეში, ასევე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - თბილისის ერთგულება და სიყვარული.

„გვჯერა, რომ განახლებული საკრებულო განახლებული ენერგიით შეუდგება საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, უახლოს მომავალში, თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45