ამერიკაში რუსეთის გენსაკონსულოს დახურვას რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს

პარასკევი, 01 სექტემბერი, 2017 - 14:06

ამერიკაში, სან-ფრანცისკოში  რუსეთის გენერალური საკონსულოს, ასევე   ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სავაჭრო წარმომადგებლობის დახურვას რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს, აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პირველი დიპლომატი აცხადებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს,  მთელი ეს ამბავი ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო.

"მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ეს ისტორია სანქციებით არ დაწყებულა, არამედ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიზანი იყო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუარესება და  აშშ-ს ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ მისცემოდა საშუალება კონსტრუქციული წინადადებების", - განაცხადა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45