კრიშტიანუ რონალდუმ გატანილი გოლების რაოდენობით პელეს აჯობა

პარასკევი, 01 სექტემბერი, 2017 - 13:49

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა  კრიშტიანუ რონალდუმ ეროვნულ ნაკრებში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე  ლეგენდარულმა პელემ, -  ამის შესახებ  გამოცემა Bleacher Report-ი იუწყება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების 144 მატჩში 78 გოლი გაიტანა. 

გასულ ხუთშაბათს, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში რონალდუმ ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი გაიტანა და მატჩი პორტუგალიის სასარგებლოდ - 5: 1 დასრულდა, რითაც ფეხბურთელის გოლების რაოდენობამ 78-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი  2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59