აქ ნიჭიერ ადამიანს საბოლოოდ მაინც შეჭმა და გულისტკენა ელოდება - ირმა ინაშვილი

პარასკევი, 01 სექტემბერი, 2017 - 12:20

რა უცნაური ბუნების ერი ვართ. ჩვენსავე წარმატებულ და გამორჩეულ ადამიანებს, მადლიერებისა და დაფასების ნაცვლად, ვჭამთ... ხოლო როცა კაცს ვანადგურებთ, ნაწილი აწგანადგურებულის შეჭმას განაგრძობს, ნაწილი განადგურებულს დატირის, ნაწილი ხარობს, რომ ადგილი გათავისუფლდა.

რამდენი ცნობილი ქართველი მეცნიერი, რეჟისორი, მსახიობი, მწერალი, პოეტი და სხვა სფეროს ვარსკვლავი წავიდა საზოგადოებრივი ასპარეზიდან თუ ცხოვრებიდან გულმოკლული?!... და რის გამო? შურის გამო სინამდვილეში, რისი აღიარებაც არავის უნდა.

ვიღაცას მოწონს ქეთი დოლიძე, ვიღაცას- არა... ასეა, როცა იცხოვრებ აქტიური ცხოვრებით, მტრებსაც აგროვებ და მოკეთეებსაც. მაგრამ ქეთი დოლიძეს რომ მსოფლიოს არა ერთი ცნობილი თეატრი მიიწვევს, ეს ხომ ფაქტია... ქეთი რომ უცხოეთში წავიდეს, დამშვიდდება კულტურის სამინისტრო? ამით ხომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ერთი სიმი დააკლდება?! და რას მიაღწია კულტურის მინისტრმა: დააპირისპირეს კოლეგები, გახლიჩეს თეატრალური სამყარო, მომავალ თაობას აჩვენეს უმადურობის და თავხედობის მაგალითი... გული ატკინეს რეჟისორს, რომელსაც დიდმა მაესტრომ მიხეილ თუმანიშვილმა თამამად ანდო მისი სათაყვანებელი თეატრი... რაღაცა გაბზარეს კი არა, დაამსხვრიეს.

რატომ ჰგონია ყველა მინისტრს, რომ თუ ეკონომიკას მართავს პირველი ეკონომისტია... თუ სპორტს მართავს, პირველი კალათბურთელი, თუ კულტურის სფეროს მართავს - პირველი დრამატურგი... რატომ ჰგონიათ, რომ ასე ხელაღებით შეუძლიათ ადამიანების დამცირება, გულის ტკენა, ვადაგასულებად გამოცხადება... განა კულტურული რევოლუციონერები სხვა რამეს აკეთებდნენ?!

თვალს ვადევნებ ქეთი დოლიძის ირგვლივ განვითარებულ სამარცხვინო მოვლენებს და ვფიქრობ: რა მოხდებოდა, რომ სულ სხვა ფორმით, სხვა ფრაზეოლოგიითა და ლექსიკით, სხვა პატივისცემით მოპრობოდნენ ქეთის ოპონენტები საკუთარ თავსაც და ქეთი დოლიძესაც... ნუთუ ეს ასე ძნელია?! მაგრამ ძნელია, ეტყობა და შეუძლებელიცაა საქართველოში... აქ ნიჭიერ ადამიანს საბოლოოდ მაინც შეჭმა და გულისტკენა ელოდება. დიდი კონსტანტინე გამსახურდია შესანიშნავად წერდა ჩვენი ბუნების ამ ტრაგიკულ შტრიხზე... - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46