ისტორიული გამარჯვება ლიტვასთან - 79:77

ხუთშაბათი, 31 აგვისტო, 2017 - 22:56

„ევრობასკეტზე“ საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.  ქართველმა კალათბურთელებმა  თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლიტვასთან  ისტორიული გამარჯვება მოიპოვა -   79:77. 

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დასაწყისი და და მეორე ნახევარი ლიტვის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა გუნდი მარცხისგან იხსნეს.

თამაშში თავი გამოიჩინა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც მოწინააღმდეგეებმა ვერაფერი მიუხერხეს, მის ანგარიშზე 29 ქულა, 2 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა იყო.

ოთხი ტაიმის შედეგები კი ასეთია: 18:18, 21:16, 18:25, 20:20

ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი  2 სექტემბერს გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55