ესეც ფაქტი, თუ რომელ წელს ვთავაზობდით ამ იდეას - თორნიკე შურღულაია ირაკლი სესიაშვილის განცხადებაზე

ხუთშაბათი, 31 აგვისტო, 2017 - 17:29

ისტორიის დოქტორი,  პროფესორი თორნიკე შურღულაია  ირაკლი სესიაშვილის მიერ TV იმედზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ  შესაქმნელია ბრიტანეთში არსებული COBRA-ს მსგავსი რგოლი, მაშინ როდესაც, თორნიკე შურღულაიას თქმით, ჯერ კიდევ 2013 წელს ირაკლი სესიაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და შესთავაზა კრიზისების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი რგოლის ე.წ. სპეც. გაერთიანებული კომიტეტის შექმნა, რომელიც დიდი ბრიტანეთის COBRA-ს და ისრაელის VARASH-ის მოდელის სინთეზი უნდა ყოფილიყო.

აღნიშნული იდეის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა როგორც "ჯეონიუსმა", ასევე  მასმედიის სხვადასხვა საშუალებებმა, სადაც თორნიკე შურღულაია  ახალი სტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა და აკრიტიკებდა უშიშროების საბჭოს საქმიანობასაც, რომლის მდივანი გიგა ბოკერია იყო.

თორნიკე შურღულაიას სტატიაში მიმოხილულია ახალი უსაფრთხოების რგოლის მიზნები, ამოცანები და სტრუქტურული მონახაზი.

როგორც "ჯეონიუსთან". თორნიკე შურღულაია აცხადებს, ირაკლი სესიაშვილის მაშინდელი პასუხი ის იყო, რომ  "ვერ ვხედავთ აღნიშნული სტრუქტურის ადგილს საქართველოს უსაფრთხოების სივრცეში".

"ესეც ფაქტი სტატიის სახით, თუ რომელ წელს ვთავაზობდით ამ იდეას, თუმცა პირდაპირი კოპირება რაიმე მოდელის ნონსენსია", - აცხადებს თორნიკე შურღულაია,.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61