ამერიკა მხოლოდ იმით დაგვეხმარა, რომ იან კელიმ ლოცვა აღავლინა ჩვენთვის - ნიკოლოზ მჟავანაძე გასაიდუმლოებული წერილის გასაჯაროებას მოითხოვს

ხუთშაბათი, 31 აგვისტო, 2017 - 19:20

უფლებადამცველი  ნიკოლოზ მჟავანაძე ხელისუფლებისაგან გასაიდუმლოებული წერილის გასაჯაროებას მოითხოვს, რომელიც საქართველოს  მთავრობამ ამერიკას რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.

"დანამდვილებით ვიცი იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილობით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და მათგან ითხოვა დახმარება. ამერიკისგან ამაზე არავითარი პასუხი არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლება ამ წერილს ასაიდუმლოებს. ასე მოიქცნენ და როცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს, ამის შემდეგღა მიმართეს მოსკოვს. ამერიკა მხოლოდ იმით დაგვეხმარა, რომ იან კელიმ ლოცვა აღავლინა ჩვენთვის. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ რაღაც ფეხსაცმელი გადმოგვცეს. თავმოყვარე ქვეყანა რომ ვიყოთ, ამ ფეხსაცმელს უკან გააგზავნიდნენ. ვის რაში სჭირდება მაგათი ბათინკები.

ახლა მე ვსვამ კითხვას, რატომ არ დაგვეხმარა ხანძრის ჩაქრობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ან სად იყო ნატო. მათაც ძალიან კარგად შეეძლოთ დახმარების გაწევა. მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს ის წერილი, რომელიც წინა კვირას ამერიკის მთავრობას მისწერეს. კარგი, თუ უნდათ, დამალონ ის წერილი, მაგრამ იმაზე გააკეთონ განმარტება, მიმართეს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასევე მივმართავ იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ რუსეთის დახმარება არ უნდა მივიღოთ, მაგათ დახმარებაზე მაშინ თქვან უარი, საკუთარი სახლები და ჯიპები რომ დაეწვებათ, ქვეყანას კი თავი გაანებონ. ეს ქვეყანა მათ არც ნარდში მოუგიათ და არც ყომარში.

ჩვენი მეფეები, ოღონდ ქვეყანა გადაერჩინათ და მტერთან მიდიოდნენ მოსალაპარაკებლად. ან რომელ ღირსებაზე მელაპარაკებიან, როცა ერთი უცხო ქვეყნის ელჩის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ. ქვეყანა რომ გადაწვეს და რუსული დახმარება არ მიიღეს, რუსულ პროდუქციას რატომღა იღებენ? მთელი დახლები რუსული საქონლით არის გადავსებული. გააუქმონ უვიზო მიმოსვლაც და ისიც განმარტონ, რატომ არ იცავენ ოკუპაციის შესახებ კანონს.

ქობულეთში ვარ და უამრავი რუსი ტურისტი გავიცანი. თითქმის ყველა მათგანმა მითხრა, რომ რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში დაისვენეს, იქ არსებული სიტუაცია არ მოეწონათ და ამიტომ გადაწყვიტეს აჭარის რეგიონში დასვენება. ოკუპაციის კანონის მიხედვით კი ის, ვინც აფხაზეთში იყო საქართველოს გვერდის ავლით, აქ ვეღარ შემოვა. ეს რუს ტურისტებზე არ ვრცელდება, იმიტომ, რომ მათ ფული შემოაქვთ. სააკაშვილმაც სავიზო რეჟიმი იმიტომ გააუქმა, რომ ტურისტები და შემოსავალი მიეღო. ამით რა გამოდის, რუსული ფული გინდა და რუსული დახმარება არა?", - აცხადებს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58