რაში ადანაშაულებენ ქართველთა მარშის ორგანიზატორებს

ხუთშაბათი, 31 აგვისტო, 2017 - 16:50

"ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, პოლიტოლოგი  ჯუმბერ კირვალიძე "ჯეონიუსთან" განმარტავს, თუ რაში ადანაშაულებენ ქართველთა მარშის ორგანიზატორებს.

"ქართული მარშის" ორგანიზატორებს, შეშინებული ლიბერასტული პარტიები და პერსონალიები, ჩვენთვის "სახელის გასატეხად" ორ რამეში "გვდებენ ბრალს", - 1. "ფაშიზმში" და 2. "რუსეთუმეობაში"!

საქმე ის გახლავთ, რომ ეს ორივე "ბრალდება" მეტყველებს ამ ძალების, როგორც უმეცრებაზე ასევე მათ გამყიდველობაზე და ანტიეროვნულ ბუნებაზე! დიახ, საქართველოში მილიარდელი სოროსის ფონდის და სხვა ანტიქართული მცირე ფონდების მრავალწლიანმა "მოღვაწეობამ" უკვალოდ არ ჩაიარა და სწორედ მათ მიერ დაფინანსებული და "გამოზრდილი" კადრები, უკვე 15 წელზე მეტია არიან საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში!

დიახ, როგორც ნაცების დროს, ასევე ახლაც, - "მათ მიჰყავთ პარადი" და ისინი აყალიბებენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას! ამ ულტრალიბერალური ძალებისათვის, პოლიტიკაში თუ სხვა საზოგადოებრივ ინიციატივებში ნებისმიერი ეროვნული აქტიურობის გამოვლენა აღიქმება, როგორც "ფაშისტურ-ნაცისტური" ქმედება, იმდენად ნიჰილისტური, მეტიც, მტრული დამოკიდებულება აქვთ მათ სტრატეგიული მნიშვნელობის ეროვნული პრობლემებისადმი! არადა, 2004-2012 წლების, "ერთიანი ნავიონალური მოძრაობის" ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სწორედ მათ მიერ გამოყენებული დესპოტური მართვის მეთოდები შესაძლებელია შეფასდეს, როგორც "ნაციზმი"! ამის დასადასტურებლად საკმარისზე მეტია ის 26 ათასი ფაილი, რომლებშიც ასახულია "ნაცმოძრაობის" ნამდვილი "ფაშისტური" სახე!

რაც შეეხება, ნაცმოძთან და მის ანასხლეტებთან (ბოკერია და სხვანი) კოჰაბიტაციაში მყოფ "ჰუმანურ" ქოცებს, იდეოლოგიური თვალსაზრისით ისინი ერთ "სტრუნაზე" არიან და ერთ პოლიტიკურ "ქვაბში იხარშებიან", უბრალოდ ნაცებისთვის მისაღები ნაცისტური მართვის მეთოდები მათთვის მიუღებელია, თორემ ეროვნული პრობლემატიკა მათაც ისევე აწუხებთ, როგორც ნაცებს! ამიტომ, ნაცების მიერ "ქართული მარშისთვის" ამგვარი იარლიყების მიწებება, ქოცებისთვის ხელსაყრელია! ახლა გადავიდეთ მეორე ბრალდებაზე, - "რუსეთუმეობა"! აქაც, მძიმედ აქვთ საქმე, როგორც ნაცს ისევე ქოცს, ჰოდა, "ქართული მარშისთვის" გადაუწყვეტიათ "ხელის შეწმენდა"!

საქმე ის არის, რომ პროვოკატორი სააკაშვილის ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად, საბაბმიცემულმა რუსეთმა "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა" აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მანამდე კი, საქართველოს დამოუკიდებლობიდან (1992წ.) მოყოლებული 2008 წლის აგვისტომდე, რუსეთი ყველა საერთაშორისო ფორუმებზე და ხელმოწერილ დოკუმენტებში, - აღიარებდა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით! ახლა ვკითხულობ, ვინ არის "რუსეთუმე", ნაცმოძრაობა და მისი ბომჟი ნაპრეზიდენტალი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღევანდელი კატასტროფული საოკუპაციო სიტუაცია ჰქონოდა საქართველოს, თუ ჩვენ, "ქართული მარში", რომლებიც ვამბობთ, რომ ნაცმოძრაობის გაფუჭებული საქმე მაშინ გამოსწორდება, როცა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებისას, პირველ ყოვლისა განიხილება საქართველოს და რუსეთის ეროვნული ინტერესები და არა საერთაშორისო ლიბერასტული გლობალური კონტექსტი, სადაც საქართველოს "ჭანჭიკის როლი აქვს მინიჭებული"!

მხოლოდ ამგვარი მიდგომის შედეგად შესაძლებელი გახდება საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება, რაც ასე აფრთხობთ ნაცებს და მზად არიან (რის ფასად? "იდეების"?!) აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის დასათმობად, ოღონდ საქართველოს ის როლი ("ჭანჭიკი") შეუნარჩუნონ, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ! აი, ასეთი ნაციონალური, "ნაციონალური მოძრაობა" იყო საქართველოს ხელისუფლებაში 9 წლის მანძილზე! "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ებრძოდა ყოველგვარ ქართულ ნაციონალურ ინტერესს, ზღუდავდა, დასცინოდა ეროვნულ ტრადიციულ ღირებულებებს და უპირისპირებდა მას ლიბერალურ, არატრადიციულ ფასეულობებს! ქოცები კი, ამ "მეორე ბრალდებისასაც" სდუმან, აწყობთ, რომ ნაცებმა "რუსეთუმეები გვიძახონ"!

რატომ? იმიტომ, რომ თავად "მუხლები უკანკალებთ" რუსეთის ხსენებისას, ეშინიათ, რომ დასავლეთის ლიბერალურმა და ძლევამოსილმა პოლიტიკურმა ფრთამ, მათ რუსეთთან ფლირტი არ დასწამონ! ამიტომაც არიან გასუსულები, მაგრამ როდემდე? მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები დაჩქარდა და ქოცებს მოუწევთ მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არავის დასჭირდებათ, არც შინ და მითუმეტეს, არც გარეთ!

დიახაც! "ქართული მარში" გააეროვნულებს საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებს, საფუძველს ჩაუყრის ჭეშმარიტად დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას, შემოიღებს სახალხო, გამჭვირვალე საარჩევნო სისტემას, შესძლებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში, მიაღწიოს დეოკუპაციას და აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა!! ღმერთი შეეწიოს, საქართველოს და ქართველ ხალხს", - აცხადებს პოლიტოლოგი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45