რესპუბლიკური პარტია დემირელის სკოლის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 31 აგვისტო, 2017 - 15:15

რესპუბლიკური პარტია დემირელის სკოლის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რესპუბიკური პარტია შეშფოთებას გამოთქვამს დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.

"აღსანიშნავია, რომ დემირელის სკოლისა და მისი დირექტორის, ემრე ჩამუქის, ირგვლივ განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების შთაბეჭდილებას. მიმდინარე მოვლენების ფონზე სრულიად მიუღებელია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველის შემთხვევა, რადგან 2017 წლის დასაწყისში ავტორიზაცია შეუჩერეს დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს ე.წ. „შაჰინის“ სკოლას. ამ ფაქტს წინ უძღოდა თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება, რომელშის ამტკიცებდა, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

პარალელურად: ა) გრძელდება სამართლებრივი დავა სკოლის დირექტორის, ემრე ჩამუქისათვის, ლტოლვისის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს მიერ უარის თქმის თაობაზე; ბ)საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს ამავე სკოლის მფლობელს (60%), გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ასე თანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად მიღებული გადაწყვეტილებები ეჭქვეშ აყენებს მისი ყველა შტოს, პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც უცილობლად გამოიღებს მძიმე შედეგებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43