ეს უკვე უმძიმესი დიაგნოზია ამავე ხელისუფლებისთვის - დავით ზურაბიშვილი

სამშაბათი, 29 აგვისტო, 2017 - 13:33

კუსტარული ჩანაწერი დადეს, ვითომ ნაცმოძრაობა უგროვებს ალეკო ელისაშვილს ხელმოწერებს და სუს-ქოცებმა აიტაცეს ყიჟინით. ჰოდა, რა მინდა ვთქვა ამ მდაბიო ტრიუკზე და არა მარტო ამაზე.

ჯერ ერთი ქვეყნის ხელისუფლება რომ ასეთი ინსცენირებითაა დაკავებული, ეს უკვე უმძიმესი დიაგნოზია ამავე ხელისუფლებისთვის, მაგრამ ამის გარდა, ზოგადადაც მინდა ვთქვა, რომ უკვე სრულიად მარაზმატული სახე მიიღო ნაცმოძრაობის დემონიზირებამ და ყველგან და ყველაფერში ნაციონალების მზაკვრული კვალის "აღმოჩენამ", იქნება ეს არასამთავრობო სექტორის საქმიანობა, რკინიგზის მუშების პროტესტი, ხანძარი, მიწისძვრა, ქართული მარში თუ მზისა და მთვარის დაბნელება. ისიც აშკარაა, რომ ამ მიდგომის შეცვლას ხელისუფლება არ აპირებს და როგორც ჩანს 2020 წლის არჩევნებშიც არაერთხელ შეგვახსენებენ, თუ რა უბედურება გამოვიარეთ რვა წლის წინ რომ ცხრა წელი იყო,

მაშინ. დისტანციიდან რომ შეხედო, კომედიაა, მაგრამ ახლოს თუ მიხვალ, სულაც არაა ეს სახუმარო ამბავი. ხელოვნურად (და ფინანსურად) სტიმულირებული ეს "უკრაინული ვიკილიქსის" დონის შეთქმულების თეორიები სვრის და აბანძებს მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ყოფას და აბსურდამდე დაჰყავს. ამ საბანძეთში სერიოზული პოლიტიკის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. ამიტომ ვფიქრობ რაღაც კამპანიაა დასაწყები ამ მარაზმის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იარლიყების უპრაგონო მიწებების წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კამპანია და აქ განსაკუთრებით უნდა აქტიურობდნენ ისინი, ვინც არ ასოცირდება ნაცმოძრაობასთან ან ჯერ კიდევ არ ასოცირდება, თორემ ასე თუ წავიდა საქმე, ბოლოს იმის გარკვევაც გაჭირდება, ვინ ვინ ვართ.

აქვე, მინდოდა დამეწერა, მე ხომ ვერავინ დამაბრალებს ნაცებისადმი სიმპატიას მეთქი, მაგრამ თუკი ალეკო ელისაშვილი არის ნაციონალობაში ეჭვმიტანილი, მე რატომ ვერ ვიქნები? ვერ გამომაცხადებენ ჩანერგილ-გადანერგილად თუ ჭკუა დაუშლით? ნაცაუტანლობით დაავადებულებისთვის "ნაცი არა ვარ მაგრამ" ტიპის დათქმებს ხომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს? მოკლედ, ვქნათ რამე, სანამ გვიან არ არის", - წერს სოციალუr ქსელში რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59