პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრები დალოცა

ორშაბათი, 28 აგვისტო, 2017 - 14:24

 ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა.

წირვას მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

 სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.  პატრიარქმა  საქართველოს მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული მიულოცა  და პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრები დალოცა.

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მოხარული ვართ, რომ დღეს, ჩვენთან ერთად ლოცულობდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა. უფალმა შეისმინოს თქვენი ლოცვა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისაგან. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ", - ბრძანა უწმინდესმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43