, 27 აგვისტო, 2017 - 18:41
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის შვილმა მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ზურაბ ნეფარიძის შვილმა ზურაბ ნეფარიძემ დაადასტურა მამის მიერ საკუთარი თანამშრომლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტი.
ზურაბ ნეფარიძის პირადი ჩხრეკისას ერთ-ერთ თანამშრომელზე გაცემული, პლასტიკური ბარათი ამოიღეს, რომლითაც თანხას ყოველთვიურად იღებდა.
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს ბრალად ედება ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ყოველთვიურად, ხელფასიდან 400 ლარის გამორთმევა იმის სანაცვლოდ, რომ ის სამსახურიდან არ გაეგდოთ.